Job Openings ქოლ-ცენტრის ვიდეო ბანკირი

About the job ქოლ-ცენტრის ვიდეო ბანკირი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ქოლ-ცენტრის ვიდეო ბანკირი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 87 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

პოზიციის მიზანი:

მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, საბანკო პროდუქტების პირობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, კონსულტირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალი ვიდეო ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების და ვიდეო ბანკის პოლიტიკის დაცვით;
  • მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ვიდეო ზარის მეშვეობით;
  • მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • მომხმარებლების სრულფასოვანი ინფორმირება მათი არსებული პროდუქტების შესახებ;
  • მომხმარებლების უკმაყოფილო მიზეზით მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთა საჩივრების მართვის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • პროცედურის დარღვევების/ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება;
  • პოტენციური მომხმარებელთათვის საბანკო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • მომხმარებლების დაინტერესება კრედო ბანკის პროდუქტებითა და მომსახურებით, მათთვის განაცხადის რეგისტრირება;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

  • კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინსტრუქციის მიცემა შემდგომ საკითხებთან მიმართებაში:
  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით;
  • საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თვითმოტივირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

განცხადების მიღების ვადა: 12 ნოემბერი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი