About the job საოპერაციო ბექ ოფისის ოფიცერი
დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი''
პოზიცია: საოპერაციო ბექ ოფისის ოფიცერი
(დროებითი სამუშაო/ვადიანი ხელშეკრულებით)
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
ზოგადი პასუხისმგებლობები:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიკური პასუხისმგებლობები:
- იმ ჯგუფის ფუნქციების შესრულება, სადაც იქნება განაწილებული საოპერაციო ბექ-ოფისის უფროსის მიერ
- ზედამხედველების მიერ დავალიებული სხვა მოვალეობების შესრულება.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- საოპერაციო ბექ-ოფისის ყველა ფუნქციის კარგი ცოდნა;
- კრედო ბანკის საბანკო პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის და პრობლემათა ეფექტური გადაჭრის უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ნოემბერი, 2024 წელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი