About the job უნივერსალური მოლარე გარდაბანში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: უნივერსალური მოლარე გარდაბანში
სამუშაო ადგილი: გარდაბანი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
- ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემა;
- უნაღდო ოპერაციებს განხორციელება
- სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
- ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა;
- სხვადასხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციების განხორციელება
- კონსულტაცია საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი
- საოფისე პროგრამების (MS Office);
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განცხადების მიღების ვადა: 02 იანვარი, 2025 წელი