Job Openings საოპერაციო პერსონალის დაგეგმვის ოფიცერი

About the job საოპერაციო პერსონალის დაგეგმვის ოფიცერი

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია: საოპერაციო პერსონალის დაგეგმვის ოფიცერი

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ძირითადი ფუნქციები:

· ფილიალების მასშტაბით დანაკლისების მართვა - იდენტიფიცირება და რეპორტინგი;

· რითეილის ტრენინგების სიის მომზადება და მუდმივი განახლება;

· გადამზადების პროცესის კოორდინება - თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესის სრულყოფილად გავლის კონტროლი, მენტორებთან კოორდინაცია;

· შტატიანი რეზერვების მზაობის უზრუნველყოფა ყველა წინასწარ განსაზღვრულ პოზიციაზე;

· შერჩეული კანდიდატების სწორი და დროული გადანაწილება ფილიალებში მათი დანაკლისების მიხედვით;

· რეგიონში არსებული შტატიანი რეზერვების გადანაწილება ფილიალებს შორის და ჩანაცვლება;

· სარეზერვო თანამშრომლების საშტატო პოზიციაზე გადასვლის პროცესის კოორდინაცია;

· თანამშრომლების შვებულებების დაგეგმვის პროცესის და ამ პროცესში შემცვლებების არსებობის უზრუველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· სასურველია რითეილის მიმართულებით და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

· რესურსების ალოკაციის, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი

· კომუნიკაციის და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;

· Excel-ის ცოდნა;

· ყურადრება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 24 დეკემბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.