Job Openings უფროსი სესხის ოფიცერი ზუგდიდი 2-ში

About the job უფროსი სესხის ოფიცერი ზუგდიდი 2-ში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: უფროსი სესხის ოფიცერი

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი 2

თანამდებობის მიზანი:

უფროსი სესხის ოფიცერი პასუხისმგებელია კლიენტებისათვის სესხის მომსახურების განხორციელებაზე, სს ,,კრედო ბანკი-ს (კრედო), საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად. უფროსი სესხის ოფიცერი პასუხს აგებს მისი პორტფელის ეფექტურ მართვასა და კლიენტების მხრიდან სასესხო შენატანის დროული გადახდის უზრუნველყოფაზე. ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.

სპეციფიკური

  • საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • კლიენტების მოზიდვა;
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
  • სესხის გაცემის პროცესში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
  • საქმიანი ურთიერთობის დამყარება სოფლის კონსულებთან და მათი საქმიანობის ზედამხედველობა;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • სესხის ოფიცრის პრაქტიკანტების ტრეინინგი და სწავლება 1 - 3 თვის ვადაში;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
  • სესხის მენეჯერის ყველა მოვალეობის შესრულება მისი არ ყოფნის შემთხვევაში;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • კრედოში სესხის ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 18-თვიანი გამოცდილება;
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • გუნდში მუშაობის სურვილი და უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ძირითადი ბიზნეს პრინციპებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა : 13 დეკემბერი, 2024