Job Openings პრობლემური სესხის მენეჯერი(WOF)

About the job პრობლემური სესხის მენეჯერი(WOF)

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: პრობლემური სესხის მენეჯერი (WOF)

სამუშაო ადგილი: სენაკი

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 88 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი:
პრობლემური სესხის მენეჯერის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს პრობლემური სესხის ოფიცრების/უფროსი ოფიცრების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების ადმინისტრირებასა და დროულ ამოღებაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება საჭიროების შემთხვევაში, სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.


ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;


სპეციფიური პასუხისმგებლობები:

  • დაქვემდებარებული პრობლემური სესხების მართვის ოფიცრების (WOF) და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების საქმიანობის კოორდინირება და მენეჯმენტი;
  • პრობლემური სესხების მართვის ოფიცრებსა (WOF) და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრებს შორის პრობლემური სესხების აქტივების განაწილება და კონტროლი;
  • პრობლემური სესხის მენეჯერი ვალდებულია, ყოველი თვის 5 რიცხვამდე, თავისი ჯგუფის პრობლემურ ოფიცრებს, გადააწეროს ყველა >30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე მსესხებელი; სამსახურიდან წასული ან დაწინაურებული სესხის ოფიცრების პრობლემური ვადაგადაცილებული პორტფელი, გაუნაწილოს შესასრულებლად პრობლემური სესხის ოფიცერს ამავე პოლიტიკის მიხედვით, სიას უგზავნის ს/ც-ის მმართველი.
  • პრობლემურ კლიენტებთან ადგილზე ვიზიტები (ჯგუფის ყველა პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერთან ერთად შერჩევითობის პრინციპით);
  • ჩამოწერილი სესხების განხილვა თვეში ერთხელ;
  • კვარტლის განმავლობაში, ჩაატაროს მონიტორინგი მისი ჯგუფის ოფიცრების მსესხებლებთან (შერჩევითობის პრინციპით);
  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან ვიზიტების განხორციელება;
  • განსაკუთრებულად გაპრობლემებული კლიენტების მინიმუმ 5%-ის მონიტორინგი ყოველ კვარტალში ერთხელ;
  • კვარტალში ერთხელ, იმ კლიენტების მინიმუმ 3%-ის მონიტორინგი, რომლებმაც განაახლეს თანხის დაფარვა;
  • მონიტორინგის შემდგომი კომენტარების დაფიქსირება PLMS ბაზაში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის ასახვა (ფოტოსურათი და ა.შ.);
  • კვარტალურად მონიტორინგის შედეგების წარდგენა უშუალო უფროსის წინაშე, ანგარიშგების წარმოება;
  • ყოველთვიურად დაქვემდებარებული თითოეული პრობლემური ოფიცრის პორტფელში არსებული კლიენტების 5%-თან სატელეფონოდ კონტაქტის განხორციელება და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის დაზუსტების შემდეგ პრობლემური ოფიცრის მიერ შემოტანილ თანხასთან შედარების უზრუნველყოფა;
  • კომიტეტის (მხოლოდ აქტიური) ჩატარება და შედეგების მიწერა განყოფილების უფროსთან, ასევე რეგიონალურ მენეჯერთან.
  • საქმიანობის კოორდინირება განყოფილების უფროსსა და რეგიონალურ მენეჯერთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში რეგიონის იურისტთან თანამშრომლობა;
  • დაქვემდებარებული გუნდის მოტივაციის გაუმჯობესებისათვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული, ზედმახედველის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
  • პრობლემური სესხების ექსპერტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.


განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 11 ოქტომბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი