About the job ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით თბილისში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით თბილისში
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 700 ლარი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 90 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
ძირითადი ფუნქციები:
- პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
- კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
- სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
- საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცერის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
- გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
- მონიტორინგის პროცესში, ყველა კლიენტისთვის, საგანვადებო სესხის შეთავაზება;
- ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- მოტივაცია;
- ანალიტიკური აზროვნება, ინიციატივია, ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 26 ნოემბერი.
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი