About the job Business Analyst Team Lead
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: IT ბიზნეს ანალიტიკის ჯგუფის უფროსი
კრედო ბანკი 25 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 10 რეგიონში 81 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
#გახდიკრედოელი
ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
- პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
- კორპორატიული ღონისძიებები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციის მიზანი:
ბიზნეს ანალიზის მეთოდოლოგიის, პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავება/გაუმჯობესება, გავრცელება. გუნდის მართვა, მენტორობა, მოტივაციაზე, კეთილდღეობაზე და განვითარებაზე ზრუნვა. ბიზნეს საჭიროებების პირველადი განხილვა, მათი სირთულის განსაზღვრა, დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რესურსის ალოკაცია.
ზოგადი პასუხისმგებლობები
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.
- ორგანიზაციის პროგრამული მოდულების, სახელმძღვანელოებისა და ზოგადი არქიტექტურის დოკუმენტაციის განახლებაზე ზრუნვა და მათი მონიტორინგი;
- ორგანიზაციაში არსებული სისტემების განვითარების, დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით რეკომენდაციების გაცემა, მათი ეფექტურობის, მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით;
- კრიტერიუმებისა და სტრატეგიის შემუშავება პროდუქტის ხარისხის შეფასებისთვისა და მათი ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
- აქტიური ჩართულობა პროდუქტის/პროექტის დანერგვისა და ჩაბარების ეტაპზე;
- განვითარებისა და დაგეგმილი სამუშაოს მიმდინარე სტატუსების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- გუნდის მართვა/მენტორობა, რესურსების ალოკაცია განსაზღვრული პროექტის/გუნდის შესაბამისად და სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, წარმოქმნილი პრობლემების დროული ესკალაცია და მათი მოგვარება;
- გუნდში შემოსული ამოცანების პირველადი განხილვა, მათი სირთულის განსაზღვრა, პრობლემების იდენტიფიცირება და ამოცანის გადაჭრის გზების განხილვა გუნდის წევრებთან;
- ეჯაილ ჯგუფებისთვის, დამატებით, კვარტლური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება, სპრინტების განხილვა;
- ბიზნეს ანალიზის მეთოდოლოგიის, პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავება/გაუმჯობესება და მათი გავრცელება გუნდში;
- გუნდის წევრების მოტივაციაზე, კეთილდღეობაზე და განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის საჭირო ტრენინგების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, სასურველია, საბანკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ან მსგავს სფეროში;
- საბანკო სფეროში მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ბიზნეს ანალიტიკოსის ან სისტემის ანალიტიკოსის პოზიციაზე, მათ შორის, მინიმუმ 1.5 წელი მენეჯერის/სენიორ სპეციალისტის პოზიციაზე;
- SDLC მუშაობის პრინციპების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია Agile მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება;
- ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების, მონაცემების მიმოცვლისა და სისტემის არქიტექტურის მოდელირების ძირითადი პრინციპების, ხელსაწყოების ცოდნა და გამოცდილება მაგ: (Visio, Drow.io, Miro,UML, ERD, BPMN, Flowchart);
- სტრატეგიული აზროვნება, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაბალანსების უნარი;
- ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვისა და კონფლიქტების მართვის სამართლიანი გზებით გადაჭრის უნარი;
- გუნდის მართვისა და განვითარების, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ანალიტიკური უნარი;
- ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 11 სექტემბერი 2023
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი