Job Openings ოპერატორი რჩეულ სერვის ცენტრში

About the job ოპერატორი რჩეულ სერვის ცენტრში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ოპერატორი რჩეულ სერვის ცენტრში

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 90 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

ძირითადი ფუნქციები:

  • რჩეულ კლიენტებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა;
  • ოპერაციებისა და მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ბანკის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
  • რჩეული კლიენტის ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდი და უნაღდო ოპერაციებით რჩეული კლიენტების მომსახურება;
  • რჩეული კლიენტების გზავნილების მიღება/გაგზავნა;
  • რჩეული კლიენტების პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • საკუთარი შესრულებული ოპერაციების სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • საკრედიტო პროდუქტების გაცემა;
  • საბანკო სერვისების, მომსახურებების და პროდუქტების შესახებ რჩეული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და პირველადი კონსულტაციის გაწევა არასაკრედიტო პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში რჩეულ ბანკირთან გადამისამართება;
  • პოლიტიკებისა და პროცედურების სიღრმისეული ცოდნა;
  • პოლიტიკითა და პროცედურით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, რომლებიც, დაევალება რჩეული ბანკირის ან რჩეული ოფიცრის მიერ.
  • სხვა პოლიტიკითა და პროცედურით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, რომლებიც, შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • სასურველია საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე; სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააფლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი