About the job მომენტალური საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მხარდაჭერის ოფიცერი (დროებითი ვაკანსია)
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მომენტალური საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მხარდაჭერის ოფიცერი (დროებითი ვაკანსია)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, გორი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა,რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანია:
მთლიანად ორგანიზაციის მასშტაბით განახორციელოს განვადებების პროდუქტების დამტკიცება საკუთარი ლიმიტის ფარგლებში სს ,,კრედო ბანკის" საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად.
სამუშაოს აღწერა:
- მსესხებელთან პირადი გასაუბრების საფუძველზე ყველა საჭირო ინფორმაციის მოკვლევა;
- პროცედურებზე და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
- სესხის/განვადების დამტკიცებისას საკრედიტო კომიტეტზე წარმოდგენილი დოკუმენტების მოწოდებული ინფორმაციის სისრულის და ხელმოწერების შემოწმება
- დამტკიცებული სესხის ხარისხის უზრუნველყოფა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- კომპიუტერული უნარ ჩვევები - MS Office;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ადაპტაციის და ინფორმაციის ათვისები უნარი;
- გამართული ვერაბლური კომუნიკაცია;
- გუნდური მუშაობა.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
აღნიშნული ვაკანსია არის დროებითი და გულისხმობს 15 იანვრამდე ხელშეკრულების გაფორმებას თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი, 2024 წელი
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი