Job Openings ტრენერი

About the job ტრენერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ტრენერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, კრედო აკადემია

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი:

ტრენერის პოზიციის მიზანია დაგეგმოს და მართოს ორგანიზაციის თანამშრომლების სწავლებისა და პროფესიული განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებები. ტრენერი უზრუნველყოფს იმ ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციის ამაღლებას თანამშრომლებში, რომელიც აუცილებელია კომპანიის საერთო მიზნების მისაღწევად.

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს). სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოში არსებული პოზიციების ანალიზისა და შესაბამის მენეჯერებთან კონსულტაციის შედეგად თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • ტრენინგების მოდულის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შიდა ტრენინგების ჩატარებისათვის აუცილებელი მასალების მოძიების/მომზადების უზრუნველყოფა;
  • კრედოს თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება;
  • მონაწილეთათვის ტრენინგის შემდგომი ტესტირების ჩატარებისა და შედეგების შეფასების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა პროგრესის, სასწავლო მოდულებისა და სქემების გავლენის მონიტორინგი და შეფასება;
  • სასწავლო მოდულების მუდმივად გადახედვისა და განახლების უზრუნველყოფა, კომპანიაში არსებული ცვლილებების შესაბამისად;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე არსებული სხვადასხვა გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დანერგვა;
  • დისტანციური სწავლების დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ან მსგავს სფეროში;
  • სასურველია ტრენერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, საბანკო სექტორში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა თავისუფლად (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Excel, PowerPoint, Word);
  • პრეზენტაციის, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • აუდიტორიის მართვისა და მოტივირების უნარი;
  • ტრენინგის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • ახალი სასწავლო მოდულების განვითარების შესაძლებლობა;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილი რეგიონებში მივლინებების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 27 ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.