Job Openings Data Analysts Team Leader

About the job Data Analysts Team Leader

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: მონაცემთა ანალიტიკოსების ჯგუფის უფროსი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 87 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს პრობლემების და მოთხოვნების იდენტიფიკაცია და გაანალიზება. არსებული პროცესებისა და რეპორტების განხილვა და ამის შედეგად სათანადო და კონსტრუქციული გადაჭრის გზებზე რეკომენდაციის გაცემა;
  • დაკვეთის/მოთხოვნის ანალიზში დახმარების გაწევა, დეტალებში გასარკვევად მოთხოვნაში ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
  • დაკვეთის/მოთხოვნის შესასრულებლად შეთანხმებული ვადების კონტროლი;
  • დაკვეთასთან/მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა და ცვლილებების მართვის მონიტორინგი;
  • კომპანიაში არსებული რეპორტების მხარდაჭერა (მონაცემთა სისწორის კონტროლი), ასევე მათი ტესტირების პროცესის მხარდაჭერა;
  • მონაცემთა საცავის შესწავლა და BI-ის გაუმჯობესება.
  • მონაცემთა საცავში ახალი სორსების დამატების მოთხოვნა.
  • მოწინავე სტატისტიკური მოდელების, მანქანური სწავლების ალგორითმების დანერგვის ხელმძღვანელობა, რთული ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად.
  • ინოვაციური პროექტების წახალისება და წარმართვა გუნდში.
  • პოლიტიკისა და სტანდარტების მომზადება/შეცვლა და საჭიროების ფარგლებში;
  • გუნდის წევრების სათანადო/ეფექტური კომუნიკაციის წარმოება, კონსულტირება და დახმარება დეტალებში გასარკვევად;
  • გუნდის ახალი წევრების დახმარება სამუშაოსთან და გარემოსთან ადაპტაციაში, მათთვის გუნდის სამუშაო პრინციპების გაცნობა და მხარდაჭერა.
  • გუნდში სიახლეების დანერგვა მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის მიმართულებით.
  • ჯგუფის რესურსის მართვა / დროის მენეჯმენტი, სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
  • დამატებით მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის აღება საჭიროებისამებრ და სხვა მოვალეობების შესრულება, მათ შორის, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
    • კომპანიაში არსებული რეპორტების და მათთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა და ოპტიმიზაცია. ასევე მათი ტესტირებისას დაფიქსირებულ პრობლემების მოგვარების პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა.
    • მოთხოვნილი დაკვეთების ფარგლებში მის ხელთ არსებული მონაცემების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებაში, მონაცემთა მეცნიერებაში, სტატისტიკაში, მათემატიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • საბანკო სექტორში, მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა (საოპერაციო, ფინანსები, IT და ა.შ.);
  • ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
  • მონაცემთა დამუშავების, მეცნიერების და ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და პროგრამირების ენების (მაგ., Python, R, SQL) პროფესიულ დონეზე ცოდნა.
  • მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოებთან (Power BI) მუშაობის პროფესიული გამოცდილება (მინიმუმ 2 წლიანი);
  • ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით;
  • სიახლის, ინოვაციების დანერგვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კონფლიქტების მართვის უნარი, პოზიტიური და მიუკერძოებელი გზით;
  • მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი.

ვაკანსიის დედლაინი 2024 წლის 26 აპრილი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი