Job Openings უნივერსალური მოლარე ლანჩხუთში

About the job უნივერსალური მოლარე ლანჩხუთში

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"

პოზიცია: უნივერსალური მოლარე 

სამუშაო ადგილი: ლანჩხუთი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 87 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
  • თანხების გაცემა ორგანიზაციის კლიენტებზე;
  • სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
  • უცხოური ვალუტის ნაღდი ფულით კონვერტაციის ოპერაციები;
  • საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
  • ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • ახალი კლიენტის რეგისტრაცია;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის მონაცემების რედაქტირება და სავალდებულო განახლება;
  • ანგარიშის გახსნა და ვალუტის დამატება;
  • კლიენტის მოთხოვნით ანგარიშის ამონაწერის მომზადება;
  • ერთი კლიენტის ანგარიშებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა); · კრედო ბანკის კლიენტებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა);
  • კრედო ბანკთან ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
  • გარე სალარო/საბიუჯეტო გადარიცხვების მომსახურება;
  • უცხოური ვალუტის კონვერტაციის ოპერაციები უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • ანაბრების გახსნა და შევსება;
  • MasterCard ბარათის განაცხადის რეგისტრაცია (Standard და უსახელო)
  • უსახელო MasterCard ბარათის გაცემა;
  • Mycredo ინტერნეტ-ბანკის რეგისტრაცია, იუზერის აღდგენა;
  • სმს პაკეტის რეგისტრაცია;
  • გზავნილის განაღდება Myredo-ს მეშვეობით;
  • სხვადასხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციები;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული სასურველია;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

განცხადების მიღების ვადა: 6 თებერვალი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი