Job Openings მანუალური ტესტირების სასწავლო კურსი ახალციხის რეგიონში

About the job მანუალური ტესტირების სასწავლო კურსი ახალციხის რეგიონში

Credo Academy სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს მასშტაბურ პროექტს რეგიონების გასაძლიერებლად და აცხადებს ციფრული პროდუქტების ტესტერის  კურსს სრულიად უფასოდ.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სურს დაეუფლოს მომავლის პროფესიას, დარჩეს საკუთარ რეგიონში და დასაქმდეს სასურველ ორგანიზაციაში, დისტანციურად.

შერჩეული კანდიდატების სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.

სასწავლო პროგრამა შედგება 6 ძირითადი მოდულისგან, რომელიც გადანაწილებულია 48 სალექციო საათზე (ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ადგილზე ასევე დისტანციურად)

აღნიშნული კურსის გავლისას თქვენ სიღრმისეულად გაივლით და შეისწავლით:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ტიპები
  • ტესტირების დონეები
  • სატესტო დოკუმენტაციის შედგენა
  • პროექტ მენეჯმენტის მეთოდები
  • ტესტირება Agile გარემოში
  • API-ს ტესტირება

აღნიშნული კურსის გავლის შესაძლებლობა ექნება:

  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების და მსგავსი მიმართულებით განათლების მიღების და განვითარების დიდი სურვილი; (ტექნიკური საბაზისო ცოდნა არ არის სავალდებულო)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დონე - B1 (კანდიდატს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მასალების კითხვა/შინაარსის გამოტანა)

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი - ზოგადი ტესტირება - ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებში
  • II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება

დაიტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია.

კურსზე მისაღები კანდიდატების რაოდენობა შეზღუდულია.

CV-ის მიღების დედლაინი: 10 ოქტომბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.