Job Openings კლიენტთა მრჩეველი რჩეულ სერვის ცენტრში ბათუმში

About the job კლიენტთა მრჩეველი რჩეულ სერვის ცენტრში ბათუმში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: კლიენტთა მრჩეველი

სამუშაო ადგილი: ხელვაჩაური

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:

  • რჩეული კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში;
  • რჩეული კლიენტებისთვის არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება და შესაბამისი მომსახურების გაწევა: ვადიანი ანაბრები, ანგარიშები, ნაღდი ფულის შეტანა/გატანა, კონვერტაცია. სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებები, უნაღდო კონვერტაცია
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრება, სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გაყიდვისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადა: 19 ნოემბერი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.