About the job უფროსი სოფთ კოლექტორი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: პრობლემური სესხების უფროსი ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისში
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
#გახდიკრედოელი
ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
- პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
- კორპორატიული ღონისძიებები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ზედამხედველობს პრობლემური სესხების ოპერატორების ჯგუფს მათი
შესასრულებელი დავალების კუთხით; - მეთვალყურეობს პრობლემური სესხების ოპერატორების ჯგუფის საქმიანობას,
მათ მიერ განხორციელებულ ზარებს, უთითებს და შენიშვნას აძლევს მათ
შეცდომების დაშვებისას, აძლევს მითითებებს შესასრულებელი დავალებების
ირგვლივ; - ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო
კომუნიკაცია; - მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
ვადაგადაცილებული/გაპრობლემებული სესხის დაფარვის
უზრუნველსაყოფად; - ბანკის ინტერესების გათვალისიწნებით, საჭიროების შეთხვევაში მხოლოდ და
მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელი პირის წერილობითი თანხმობის
შემტხვევაში კლიენტისთვის ვადაგადაცილებულ/პრობლემურ სესხებზე
რესტრუქტურიზაციის შეთავაზება ხელსაყრელი პირობებით; - მიმდინარე ვადაგადაცილებულ/პრობლემურ სესხებზე გადახდის ეფექტური
განრიგის (მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი პირველი შენატანის გადაცილების
დღიდან 29 კალენდარული დღიანი განრიგისა) შედგენა მომხმარებლისთვის; - საქმიანობის კოორდინირება სამარტალწარმოების დეპარტამენტის
ხელმძღვანელობასთან; - პირველი დღიდან 30 დღის ჩათვლით მასზედ გადაწერილი
ვადაგადაცილებული/გაპრობლემებული სესხების პორთფელის მართვა და
ინტენსიური მონიტორინგი; - მასზედ დაქვემდებარებულ პრობლემური სესხების ოპერატორებს უნაწილებს
აქტივებს.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
- სასურველია პრობლემური სესხების ოპერატორად, პრობლემური აქტივების
მართვის ოფიცრად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში
მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
- მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 ივლისი 2024.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი