Job Openings IFRS რეპორტინგ ოფიცერი

About the job IFRS რეპორტინგ ოფიცერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: IFRS რეპორტინგის განყოფილების ოფიცერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 89 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქციები:

· მონაწილეობის მიღება მენეჯმენტისთვის ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში;

· ეროვნული ბანკისთვის ყოველდღიურად, ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად წარსადგენი რეპორტების მომზადება და გაგზავნა ადგილობრივი და IFRS სტანდარტებით

· ეროვნული ბანკის მიერ IFRS-ზე გადასვლის პროექტის ფარგლებში რეპორტების დამუშავება, აწყობა, ავტომატიზაცია, რეპორტებში ცვლილებების საჭიროებისას ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;

· ეროვნული ბანკისა და მენეჯმენტის არაგეგმიური მოთხოვნების დროს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

· ინვესტორების მოთხოვნით რეპორტებისა და ბანკის ფინანსური მონაცემების მომზადება და წარდგენა

· ფინანსური მონაცემების ანალიზი

· გარე აუდიტის შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაციების მოძიება, დამუშავება და მიწოდება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

· უმაღლესი განათლება ფინანსებში

· სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსებში

· ფინანსურ სექტორში ან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

· Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზის საშუალებების (შემაჯამებელი ცხრილები, ფილტრები, ფინანსური ფორმულები და ა.შ.) ცოდნა;

· ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საბაზისო უწყისების ცოდნა (ბალანსი, მოგება ზარალის უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები);

· სასურველია SQL-ისა, Power BI-ის ან Power query-ის გამოყენების დონეზე ცოდნა

· ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;

· დავალებების გაწერილ ვადებში დასრულების და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვის უნარი;

· ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9  აგვისტო. 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი