Job Openings IT მხარდაჭერის ოფიცერი რუსთავში

About the job IT მხარდაჭერის ოფიცერი რუსთავში

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"

თანამდებობა: IT მხარდაჭერის ოფიცერი 

სამუშაო ადგილი: თბილისი/რუსთავი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

თანამდებობის მიზანი:

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის უმცროსი ოფიცერი ვალდებულია უზრუნველყოს დახმარება ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითებში სს კრედო ბანკის (შემდგომში კრედო) პერსონალისთვის, კრედოს მიზნების, ამოცანებისა და ოპერატიული პოლიტიკების შესაბამისად. მის როლში გათვალისწინებულია IT-თან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მართვა სათაო ოფისისა და სერვის ცენტრის დონეზე, ოფისის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • უზრუნველყოს ციფრული აღჭურვილობისა და ინფორმაციის მოვლა-შენახვა;
  • გაუწიოს მხარდაჭერა კრედოს პერსონალს IT-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
  • ტექნიკური მხარდაჭერის სისტემაში (ServiceDesk) დავალებების ლოგირება და მართვა SLA განაწესთან შესაბამისობაში.
  • სერვისცენტრების რეორგანიზებისა და სარემონტო სამუშაოებში ჩართულობა მისი როლის შესაბამისად.
  • დაქვემდებარებულ სერვისცენტრებში გეგმიური ვიზიტების განხორციელება: სერვისცენტრების ვიზუალური, ქსელური და აპარატურული მხარის გამართულულობის უზრუნველყოფის მიზნით. ასევე ვიზიტის ჯამური რეპორტის წარმოება და გაცნობა შესაბამის რგოლებთან.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკებთან დაკავშირებით სწავლებებზე დასწრება და მათი დასრულება და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკების მიღების შესახებ განაცხადის ხელმოწერა იმის დასადასტურებლად, რომ იგი საქმის ყურშია იმის შესახებ, რომ ამ განცხადების რომელიმე ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევა ჩაითვლება ვალდებულებების დარღვევად, რასაც მოჰყვება დისციპლინარული ღონისძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Windows® OS -თან მუშაობის გამოცდილება;
  • პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის განსაკუთრებული ცოდნა და უნარები;
  • კომპიუტერულ ქსელთან დაკავშირებული პროგრამული და აპარატურული მხარის, ჩამწერი, ბეჭდვითი და სხვადასახვა ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის პერიოდული დიაგნოსტიკა
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;
  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • გამოცდილება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან სხვა მსგავს ორგანიზაციებთან ჩაითვლება პლიუსად და არა მოთხოვნად;
  • უნდა იყოს ორგანიზებული, მოწესრიგებული და შეეძლოს მრავალი დავალების მენეჯმენტი შემჭიდროვებულ ვადებში;
  • მართვის მოწმობა. საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 27 სექტემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი