Job Openings ემიგრანტების ბანკირების ჯგუფის უფროსი

About the job ემიგრანტების ბანკირების ჯგუფის უფროსი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ემიგრანტების ბანკირების ჯგუფის უფროსი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

პოზიციის მიზანი:

მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, საბანკო პროდუქტების პირობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, კონსულტირება. დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა და ზედამხედველობა. დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქციები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მომსახურების ხარისხის და შედეგების მონიტორინგი
  • დაქვემდებარებული გუნდის გამართული ფუნქციონირება
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა
  • სამუშაო პროცესში ვიდეო ბანკირებისათვის დახმარების გაწევა
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გასარკვევი და გადასამოწმებელი ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლის ინფორმირება
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი პირების/დეპარტამენტების ინფორმირება
  • უკმაყოფილო მომხმარებლის მომსახურების პროცესში ჩართულობა, დახმარების დროულად გაწევა და შესაბამისი პირების/განყოფილებების ინფორმირება
  • თანამშრომლების ინფორმირება კომპანიის მიერ დანერგილი სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ
  • ახალი და სარეზერვო თანამშრომლების დატრენინგება, არსებულ პოლიტიკასა და სისტემურ ბაზებში
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე რეაგირება
  • საჭიროების შემთხვევაში, შემოსული ვიდეო ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებლების უმაღლესი ხარისხით მომსახურება
  • კომპანიის კორპორატიულ მეილზე შემოსულ წერილებზე რეაგირება
  • თანამშრომლების ყოველთვიური და კვარტალური შიდა ატესტაციისთვის ტესტების მომზადება და ტესტირების უზრუნველყოფა
  • თანამშრომლების სამუშაო პროცესის შესაბამისად ტექნიკური გამართვის უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს)
  • ყოველთვიურად დასახული გეგმის შესრულება

კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინსტრუქციის მიცემა შემდგომ საკითხებთან მიმართებაში:

  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით;
  • საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თვითმოტივირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 11 ნოემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი