About the job რჩეული ბანკირის სტაჟიორი ბათუმში
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: რჩეული ბანკირის სტაჟიორი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით
თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა,რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
3 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას. შერჩულ კანიდატებს შესაძლებლობა ექნებათ თეორიული და პრაქტიკული სწავლები გაიარონ რჩეულ ფილიალში, გაეცნონ რჩეული ბანკირის საქმიანობასა და რჩეულის სპეციფიკიას, უშუალო მონაწილეობა მიიღონ პროცესებში და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კარიერა გააგრძელონ ბანკში.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
კრედო რჩეული- ეს არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე; გაიგეთ მეტი რჩეულის შესახებ: https://credobank.ge/favorite/
სტაჟირების პერიოდი გულისხმობს:
- ბანკის სხვადასხვა პროდუქტების გაცნობა, როგორიცაა სადეპოზიტო პროდუქტები და სესხები.
- სამუშაო პროცესში ჩართულობა და ყოველდღიურ ოპერაციებში დახმარება ბანკის მუშაობის უკეთ გაგებისათვის.
- ადმინისტრაციული სამუშაოების მხარდაჭერა, როგორიცაა ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა შეყვანა და ფაილინგზე მუშაობა.
- პროდუქტის ბროშურების, შეთავაზებების ან სხვა ტიპის მასალების მომზადებაში დახმარება;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კლიენტთა დოკუმენტაციის შემოწმებაში დახმარება.
- ბანკის პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციაში დახმარება
- პრომო ვიზიტების ორგანიზებაში მხარდაჭერა.
- ფინანსური ანგარიშების გენერაცია და ფინანსური ანალიზის ძირითადი პროცესების სწავლა - შემდგომ მხარდაჭერა.
- შესრულების მეტრიკების, კლიენტების გამოხმაურების ან გაყიდვების მონაცემების მონიტორინგში დახმარება.
- კლიენტების დახმარება ციფრული საბანკო სერვისების გამოყენებაში - ფეი აპარატი , ონლაინ ბანკინგი.
- ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა (ბალანსის, ამონაწერის, ტრანზაქციების ისტორიის ანალიზი).
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
განცხადების მიღების ვადა: 6 იანვარი, 2025 წ.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.