About the job გრაფიკული დიზაინერი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: გრაფიკული დიზაინერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
__________________________________________________________
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
კომპანის დიზაინის მთლიანი პროცესის მართვა - კონცეფციის შექმნიდან, საბოლოო პროდუქტის შემუშავებამდე
- მასალების კონცეფციის განსაზღვრა ამოცანის შესაბამისად;
- ბრენდის გაიდლაინის დაცვით პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისი კრეატიული, თანამედროვე ტენდენციების მატარებელი ვიზუალური კონტენტის (სტატიკური, ბეჭდვური, მოძრავი, ვიდეო) განსაზღვრა და მომზადების უზრუნველყოფა;
- მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საჭირო კონტენტის/მატერიალის/ელემენტების მოძიება და მათი ეფექტურად გამოყენება;
- AI პლატფორმების მეშვეობით კონტენტის გენერირება;
- ლეიაუთების შემუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ახალი პროდუქტების ბრენდირების შექმნის შესაძლებლობა;
- მაღალ დონეზე ცოდნა - Adobe Photoshop, Adobe Illustration, UI/UX; დიზაინი, მოძრავი გრაფიკა, პრინტ, AI დიზაინი;
დამატებითი მოთხოვნები :
- კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება/ტექნიკა;
- დეტალებზე ორიენტრიებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტური მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განცხადების მიღების ვადა: 12 ნოემბერი, 2024 წ.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი