Job Openings ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯერი

About the job ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯერი

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"

პოზიცია: ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

პოზიციის მიზანი:

ბიზნეს პროცესების მართვის ოფიცერი პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • ბიზნეს პროცესების მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • ბიზნეს პროცესების ეფექტურობის და ხარისხის კონტროლი;
  • ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა (ცვლილებების საჭიროების გამოვლენა, ცვლილებების ინიცირება, ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია);
  • ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის პროექტებში მონაწილეობა;
  • ახალი ბიზნეს პროცესების შექმნაში მონაწილეობა;
  • ბიზნეს პროცესებში ჩართული რესურსების კომპეტენციაზე ზრუნვა;
  • ბიზნეს პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ბიზნეს პროცესების ყოველდღიური ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების დროულ აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • საბანკო ბიზნეს პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
  • კრედო ბანკის პოლიტიკების სიღრმისეული ცოდნა;
  • საბანკო პროგრამების სიღრმისეული ცოდნა;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • კარგი ორგანიზაციული უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის და პრობლემათა ეფექტური გადაჭრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე ან სხვა რელევანტური განხრით);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
  • ეფექტური ვერბალური და წერითი საკომუნიკაციო უნარი ქართულად;
  • ვერბალური და წერითი საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა სასურველია)
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • კრეატიულობა, ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებული;

განცხადების მიღების ვადა: 5 ნოემბერი  , 2024 .