Job Openings საოპერაციო რისკების უფროსი ოფიცერი

About the job საოპერაციო რისკების უფროსი ოფიცერი

დამსაქმებელი: კრედო ბანკი

პოზიცია: საოპერაციო რისკების უფროსი ოფიცერი

ექვემდებარება:საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსს

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

პოზიციის მიზანი:

  • ორგანიზაციაში პროცესების, სისტემებისა და სხვა ფაქტორების შესწავლის გზით მოახდინოს
    საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების, მიტიგაციის მიზნით გასცეს
    შესაბამისი რეკომენდაცია.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

· ინციდენტების მართვაში მონაწილეობის მიღება, ინციდენტის იდენტიფიკაცია, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ბიზნესთან შეთანხმებული ქმედებების მონიტორინგი;

· შესაბამის მხარეებთან რეპორტინგი;

· რისკ-ინდიკატორების (მაჩვენებლების) მართვაში ჩართულობა, რაც გულისხმობს არსებულების ყოველთვიური რეპორტის მომზადებასა და ახალი რისკ-ინდიკატორის ჩამოყალიბებას;

· არსებული KRIს (ძირითადი რისკ ინდიკატორები) მომზადება და ახალი მატერიალური რისკის გამოვლენის შემთხვევაში ახალი KRIს შემუშავებაში მონაწილეობა;

· მომზადებული რეკომენდაციების განხილვა პასუხისმგებელ პირებთან;

· არსებული პროცესებში რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება, რეკომენდაციის გაცემა, ჩართული მხარეების ინფორმირება;

· ახალი პროცესების შემუშავებისას რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება, რეკომენდაციის გაცემა, ჩართული მხარეების ინფორმირება;

· აუთსორსინგის რისკის შეფასებაში და მართვაში ჩართულობა;

· ახალი პროცესის დანერგვის ან პროცესის ცვლილების დროს, შესაბამისი დეპარტამენტების მხარდაჭერა, საოპერაციო რისკის იდენტიფიკაციასა და მისი შემცირების/მიტიგაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ვალიდაციების მიცემა;

· იუზერ მენეჯმენტის (UM) მართვა/განვითარება. საჭიროების შემთხვევაში ახალი როლების და უფლებების დამატება;

· რეპორტების, ინციდენტების ანალიტიკის მოკვლევა, დამუშავება და წარდგენა NBG-სთან, აქსეს ჰოლდინგთან და მენეჯმენტთან;

· რისკების შეფასების ფორმისა (RAF) და დასკვნის მომზადება, ასევე ვალიდაციის მიცემა პროექტების მართვის სისტემაში;

· ეროვნულ ბანკთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;

· ბანკში მიმდინარე ცვლილებებში ჩართულობა.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

· საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

· სიღრმისეუად უნდა ერკვეოდეს საბანკო პროცესებსა და პოლიტიკებში. სასურველია რითეილ, დიჯითა ან, ბარათების მიმართულებით გამოცდილება.

· აკადემიური ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებასა და/ან მსგავს სფეროში;

· აუცილებელია სრულყოფილად (B2 დონე) ინგლისური ენის ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნაც;

· MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

· ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

· სწრაფი, მოქნილი და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

· დავალებების პრიორიტიზაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 მარტი, 2025 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი