Job Openings საბარათე რისკების უფროსი ოფიცერი

About the job საბარათე რისკების უფროსი ოფიცერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: საბარათე რისკების უფროსი ოფიცერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო  ოფისი.

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით 90 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კანდიდატს ვთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • საბარათე სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებების და სამუშაოების განხორციელება;
  • საბარათე პროდუქტებთან და საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;
  • რისკების შემცირების მიზნით საბარათე ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი, შემუშავებული კონტროლის მექანიმზებისა და პარამეტრების საფუძველზე;
  • ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება და/ან არსებული კონტროლის მექანიზმების სრულყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების ინიცირება/განხორციელება კონტროლის გაუმჯობესების მიზნით;
  • დაფიქსირებული ინციდენტების კვლევა/ანალიზი და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება;
  • კონტრაქტორ ორგანიზაციებთან (UFC, TBC, MC, VISA) კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის წარმოება საბარათე რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ვიზა/მასტერქარდის რისკ მექანიზმების დანერგვა/მონიტორინგი;
  • სადავო ოპერაციების (ჩარჯბექის) პროცესის მართვა;
  • ვიზას, მასტერქარდის, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ცვლილებების დოკუმენტების განხილვა და შესაბამისი ქმედებების ინიცირება/განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები

  • ბანკში საბარათე რისკების მართვის გამოცდილება (Fraud Manitoring);
  • საეჭვო/ყალბი საბარათე ტრანზაქციების გასაჩვრებასთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება (Dispute Processing); სს კრედო ბანკი ·
  • საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან (Visa, MasterCard) მუშაობის გამოცდილება;
  • ბანკში პლასტიკური ბარათების საოპერაციო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბანკში საბარათე პროდუქტების/სერვისების დანერგვის/ტესტირების გამოცდილება;
  • პლასტიკური ბარათების საპროცესინგო ცენტრში არსებული მთავარი საბარათე მენეჯმენტის სისტემების (CMS, RTPS, Fraud Management System, Issuer) სიღრმისეული ცოდნა და აღნიშნულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excelში მუშაობის უნარი
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 28 აგვისტო

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი