Job Openings ციფრული პროდუქტების მრჩეველი სენაკში

About the job ციფრული პროდუქტების მრჩეველი სენაკში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ციფრული პროდუქტების მრჩეველი სენაკში

სამუშაო ადგილი:  სენაკი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა კრედო ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებით და აღნიშნული პროდუქტის პოპულარიზაცია.
  • მომხმარებლის "მაიკრედოზე" რეგისტრირება;
  • უნაღდო კონვერტაციებისა და გზავნილების მიღება / შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • კრედო ბანკი"-ს ონლაინ საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება;
  • განცხადების რეგისტრირება კრედო ბანკის საგანვადებო პორტალზე;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • პროცედურით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ვადა: 28 ოქტომბერი, 2024 წელი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.