About the job რჩეული ბანკირი ვაზისუბნის სერვისცენტრში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: რჩეული ბანკირი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლისდაწინსვლისშესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა,რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
კრედო რჩეული- ეს არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე; გაიგეთ მეტი რჩეულის შესახებ: https://credobank.ge/favorite/
პოზიციის მიზანია:
რჩეული ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე რჩეული საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.
სამუშაო აღწერილობა:
- რჩეული კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
- რჩეული კლიენტებისთვის კრედოს პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება და გაყიდვა;
- რჩეული კლიენტების კონსულტაცია- დასახული ამოცანების და საჭიროებების შესაბამისად რჩეული მომხმარებლების პორტფელის განვითარება;
- მუდმივი კონტაქტი რჩეულ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
- რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სავალდებულოა საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მოლაპარაკებების და ანალიტიკის კარგად განვითარებული უნარები;
- სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9 დეკემბერი, 2024 წელი
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი