About the job ბიზნეს პროცესების მართვის ოფიცერი
დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"
პოზიცია: ბიზნეს პროცესების მართვის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი
____________________________________________________________________________
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
პოზიციის მიზანი:
ბიზნეს პროცესების მართვის ოფიცერი პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- ბიზნეს პროცესების მუდმივი მონიტორინგის ჩატარება;
- ბიზნეს პროცესების ეფექტურობის და ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
- ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა (ცვლილებების საჭიროების გამოვლენა, ცვლილებების ინიცირება, ცვლილებების განხორციელებაში ჩართულობა);
- ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის პროექტებში მონაწილეობა;
- ახალი ბიზნეს პროცესების შექმნაში მონაწილეობა;
- ბიზნეს პროცესებში ჩართული რესურსების კომპეტენციაზე ზრუნვა;
- ბიზნეს პროცესების ყოველდღიური ფუნქციონირების მხარდაჭერა
- ბიზნეს პროცესების ყოველდღიური ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების დროულ აღმოფხვრაზე ზრუნვა
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- საბანკო ბიზნეს პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
- კრედო ბანკის პოლიტიკების სიღრმისეული ცოდნა;
- საბანკო პროგრამების სიღრმისეული ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
- ეფექტური ვერბალური და წერითი საკომუნიკაციო უნარი ქართულად;
- ვერბალური და წერითი საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა სასურველია)
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- კარგი ორგანიზაციული უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის და პრობლემათა ეფექტური გადაჭრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე ან სხვა რელევანტური განხრით);
- გუნდში მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- კრეატიულობა, ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებული;
განცხადების მიღების ვადა: 29 ოქტომბერი , 2024 წ.