Job Openings IT აქტივების მართვის მენეჯერი

About the job IT აქტივების მართვის მენეჯერი

პოზიცია: IT აქტივების მართვის მენეჯერი
დეპარტამენტი: 
IT ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოსმისიისგანხორციელებაჩვენიგუნდიდანიწყება.ჩვენვქმნით თანამშრომლებისთვისგანვითარების, სწავლისდაწინსვლისშესაძლებლობებს. საერთომიზნებისმიღწევისგზაზეჩვენიკრედოავუზრუნველვყოთერთმანეთისმხარდაჭერა, რაცძლიერიდაწარმატებულიგუნდისსაწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

პოზიციის მიზანი:

IT აქტივების მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია სს კრედო ბანკისთვის უზრუნველყოს IT სერვისებზე და ასეტებზე შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, IT ასეტების მართვა, IT ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაცია.

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს
    მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული
    უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს პერსონალისგან შესასყიდი IT Asset-ების მოთხოვნების მიღება/დამუშავება;
  • IT აქტივების შესყიდვის საჭიროების მოკვლევა, ანალიზი;
  • IT აქტივების შესყიდვაში მონაწილეობის მიღება, ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება;
  • მარაგების/ნაშთების მართვა, შევსება და კონტროლი;
  • IT აქტივების ერთიან სისტემაში მართვა, აქტივების სტატუსის კონტროლი;
  • შესყიდული ტექნიკის საგარანტიო პირობების მართვა;
  • კრედო ბანკის წლიური IT ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მართვა;
  • IT ასეტების შესყიდვის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულებების პირობების დამუშავება და მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
  • კრედო ბანკში არსებული IT ლიცენზიების მონიტორინგი და მართვა;
  • რეპორტების მომზადება.

შესყიდვის საგანი:

  • კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა;
  • ლეპტოპისა და კომპიუტერის აქსესუარები და სახარჯი მასალა;
  • მომსახურების შესყიდვა (ქსელის მონტაჟი, ტექნიკის სერვისი და სხვა);
  • პრინტერებისა და კარტრიჯების სერვისი;
  • ინტერნეტ მომსახურება (მოკვლევა, სიჩქარის გაზრდა, გაუქმება, ინსტალაცია);
  • სასერვერო და ქსელური ტექნიკა;
  • პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზიები;
  • სათვალთვალო მოწყობილობების შესყიდვა (კამერები და ჩამწერი მოწყობილობები);
  • შიდა და გარე ტაბლოს მოწყობილობებისა და მომსახურების შესყიდვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • MS Windows OS -თან მუშაობის გამოცდილება;
  • ManageEngine ServiceDesk -ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ზოგადი ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა;
  • პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის კარგი უნარები;
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;
  • აკადემიური ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • თვითმოტივაცია, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ღამის საათებში მუშაობისთვის მზაობა, საჭიროების შემთხვევაში;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მოქნილი სამუშაო საათებისა და ადგილობრივი მივლინებებისთვის მზადყოფნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 11 
ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.