Job Openings Junior System Administrator

About the job Junior System Administrator

პოზიცია: უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი

ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი

პოზიციის მიზანი:

უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მომსახურება.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული

ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;

სპეციფიკური:

  • კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის და სისტემური სერვისების მხარდაჭერა;
  • კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • სერვერული ინფრასტრუქტურის კომპონენტების და სერვისების მონიტორინგი არსებულ სისტემებში და ალერტებზე მყისიერი რეაგირება და მოგვარება;
  • (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) სერვერების ინფრასტრუქტურაში ვირტუალური მანქანების შექმნა, არსებული ვირტუალური მანქანების მხარდაჭერა;
  • სარეზერვო ასლების პოლიტიკის მიხედვით სარეზერვო ასლების აღდგენა და ტესტირება;
  • ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
  • ქსელში ფაილების გაცვლის სისტემის მომსახურება: ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის აგება, მომხმარებლების წვდომების დამატება და შეცვლა;
  • Office 365, Active Directory , DNS , DHCP Server, Windows Servers, Exchange Server, Skype for Business server და სხვა პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სერვისების ადმინისტრირება და მართვა;
  • ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა და სენიორთან/თიმ ლიდთან ერთად დანერგვა;
  • სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა
  • (SLA ფარგლებში);
  • ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
  • მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

  • სასურველია ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან 1 წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლის პოზიციაზე;
  • ITIL სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
  • ტრენინგები MS Server ადმინისტრირებაში და ვირტუალიზაციაში;
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
  • სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე, სასურველია B1 დონეზე;
  • რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
  • არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიფის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა