About the job უფროსი იურისტი
დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"
პოზიცია: უფროსი იურისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
__________________________________________________
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
სპეციფიკური პასუხისმგებლობები:
- ბანკის მხარდაჭერა ნებისმიერი შინაარსის სამართლებრივ საკითხში.
- ბანკში არსებული ხელშეკრულებების/დოკუმენტების სტანდარტიზაცია, არსებული დრაფტების მუდმივი განახლება ადგილობრივი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში ახალი დრაფტების შემუშავება.
- ბანკის აქციოერთა, სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოს კრების ჩატარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში ჩართულობა.
- ბანკის წარმომადგენლობა არასტანდარტულ სამოქალაქო/ადმინისტრაციულ დავებში.
- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურების შემუშავება.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მეწარმეთა შესახებ კანონის მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომერციული ბანკების შესახებ კანონის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დაკისრებული პასუხისმგებლობების და საქმის საკუთრების უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესული სიტუაციების მართვის და გამოსავლის ძიების უნარი;
განცხადების მიღების ვადა: 18 თებერვალი, 2025 წ.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.