Job Openings Tech Recruiter

About the job Tech Recruiter

პოზიცია: ტექ მიმართულების რეკრუტერი
დეპარტამენტი: ტალანტების მოზიდვისა და დაგეგმარების განყოფილება
სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 94 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  1. პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  2. სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  3. პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  4. კორპორატიულ ღონისძიებებს;
  5. ჯანმრთელობის დაზღვევას;
  6. წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი:

უზრუნველჰყოს კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა, შერჩევა და დაქირავება დამტკიცებული პერსონალის წლიური დაგეგმვის საფუძველზე. მხარდაჭერა და კონსულტაცია გაუწიოს სათავო ოფისში (CTO, IT Department) დამქირავებელ მენეჯერებს პერსონალის დაგეგმარებასა და მართვის საკითხებში სს კრედო ბანკის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • დამქირავებელ მენეჯერებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა პერსონალის
    საჭიროების დადგენის და დაგეგმარების პროცესებში;
  • დამქირავებელ მენეჯერებთან ერთად კვალიფიციური კანდიდატების იდენტიფიცირების და მოძიებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • პოტენციური კანდიდატების მოძიების გზების იდენტიფიცირება (ციფრული არხები, სოციალური პლატფორმები, პროფესიული ქსელები და პროფესიული კონტაქტები;) კვალიფიციური კანდიდატების მოძიება, მოზიდვა და შერჩევა პროცედურის შესაბამისად;
  • გასაუბრების და შერჩევის პოლიტიკით განსაზღვრული პროცედურებისა და
    კრიტერიუმების პროცესის მართვის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო აღწერილობის გამართულობის უზრუნველყოფა და როლისთვის შესაბამისი ინტერვიუს კითხვარის მომზადება;
  • შერჩევის სრული ციკლის მართვა დედლაინების მიხედვით;
  • დამსაქმებლის ბრენდის გაძლიერებისთვის იდეების ინიცირება და აქტივობების დაგეგმვა/შესრულება;
  • დასაქმების ფორუმების ორგანიზება კომპანიის სახელით, HR ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა;
  • კვარტალური და წლიური დაქირავებების საჭიროების პროგნოზირება დეპარტამენტების და განყოფილებების ჭრილში;
  • რეკრუტირების პროცესში გამოყენებული ყველა მასალის შენახვა და წარდგენა
    საჭიროებისამებრ;
  • ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებას პოტენციურ, ძველ და ახალ კანდიდატებთან;
  • მჭიდრო ურთიერთობის მართვა დამქირავებელ მენეჯერებსა და კანდიდატებს შორის ცხადი მოლოდინების და უკუკავშირის გასაცემად;
  • კომპანიის კულტურის და ღირებულებების სიღრმისეული გაზიარება და დაცვა;
  • კანდიდატის კულტურული თანხვედრის იდენტიფიცირება კომპანიის ღირებულებით და კულტურულ ნაწილთან.
  • ონბორდინგისთვის დანერგილი პროცესებისა და პროცედურების მონიტორინგი, სრული მხარდაჭერა და დაცვა;
  • გაიზიაროს და მხარი დაუჭიროს კრედო ბანკის შერჩევის ფილოსოფიას, ღირებულებებს და მიზნებს;
  • მისი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში მიაღწიოს ხელძღვანელის მიერ დასახულ მიზნებს კომპანიის შედეგების მისაღწევად;
  • იმოქმედოს კრედო ბანკის პერსონალის და ადმინისტრირების, პოლიტიკების და პროცედურების, განსაკუთრებით HR და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკების შესაბამისად;
  • წარადგინოს კომპანია კეთილსინდისიერი გზით კრედო ბანკის ბიზნეს ეთიკის კოდექსის შესაბამისად.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა-სასურველია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სოციალური მედიის, CV მონაცემთა ბაზებისა და პროფესიული ქსელების ცოდნა. LinkedIn Talent Solutions-ის გამოყენების გამოცდილება კანდიდატების პროაქტიული მოძიებისთვის;
  • აუცილებელია სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექ მიმართულების რეკრუტერის პოზიციაზე;
  • სრული ციკლის რეკრუტირების პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ინტერვიუს ტექნიკისა და შეფასების მეთოდების გამოყენებით;
  • საკვალიფიკაციო სერთიფიცირება ადამიანური რესურსების მიმართულებით-სასურველია;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზაციაში სხვადასხვა როლებს შორის განსხვავების კარგად გაგების უნარი;
  • რეკრუტირების პროცესების და ჩანაწილების დოკუმენტირების უნარი;
  • ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციების გაგების და დაცვის უნარი;
  • დაკისრებული პასუხისმგებლობების და საქმის სკუთრების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი და გამოსავლის ძიების უნარი;
  • დავალებების პრიორიტეტიზაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2025 წელი, 31 იანვარი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.