Job Openings აპლიკაციების მხარდაჭრის და Devops განყოფილების უფროსი

About the job აპლიკაციების მხარდაჭრის და Devops განყოფილების უფროსი

პოზიცია:

აპლიკაციების მხარდაჭერის და DevOps განყოფილების უფროსი

ექვემდებარება:

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორს


პოზიციის მიზანი:

განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ,,კრედო ბანკში არსებული აპლიკაციებს და სერვისების ხელმისაწვდომობა და აპლიკაციების მიმართებაში დაფიქსირებული სერვისული და პროგრამული მოთხოვნების თუ ინციდენტების მოგვარებაზე დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად. პოზიციის მთავარი მიზანია მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფის ეფექტური მართვა და განვითარება, IT და ბიზნეს აპლიკაციების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის და მათი გამართული ოპერაციების მისაღწევად



ზოგადი პასუხისმგებლობები



  • მხარდაჭერის პორტალის მეშვეობით მასზე გადაწერილი მხარდაჭერის მოთხოვნების პროცედურების მიხედვით დამუშავება.
  • კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა.
  • გააკეთოს ყველაფერი ,რაც მას შეუძლია რათა მიაღწიოს ზემდგომი მენეჯერის დასახულ მიზნებს და შეუჩერებლად იმუშაოს ,რათა ორგანიზაციამ მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
  • ყველა აქტივობის წარმართვა კრედოს პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით.
  • გამოავლინოს ორგანიზაციისადმი ერთგულება და გამოიჩინოს პატიოსნებისა და კეთილსინდისირების მაღალი დონე.
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობის დაცვა,ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად.
  • დაესწროს ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგს.
  • კვლევის შედეგების მიხედვით მოთხოვნების გადაბარება შესაბამის რგოლზე პრობლემის მოგვარების მიზნით (დეველოპერები, სისტემური ადმინისტრატორები, ბაზის ადმინისტრატორები და სხვა);

სპეციფიური პასუხისმგებლობები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების აპლიკაციების მხარდაჭერის და DevOps განყოფილებაში შემავალი საინფორმაციო სერვისების გამართული მუშაობის ორგანიზება და კონტროლი;
  • DevOps მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და დანერგვა;
  • აპლიკაციის მხარდაჭერის და DevOps გუნდის მართვა, მენტორობის გაწევა და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • მხარდაჭერის სტრატეგიის, პროცესების და საუკეთესო მიდგომების შემუშავება და დანერგვა აპლიკაციების ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად;
  • მჭიდრო ითანამშრომლობა და კომუნიკაცია სხვადასხვა გუნდის წევრებთან პრობლემური საკითხების სწორედ პრიორიტიზაციის და ეფექტური აღმოფხვრის მიზნით;
  • აპლიკაციების პერფორმანსის მონიტორინგი, გაუმჯობესების სფეროების დადგენა და ახალი პროაქტიური ზომების მიღება სისტემის სტაბოლურობის და საიმედოობის გასააუმჯობესებლად;
  • გუნდებთან ერთად ცოდნის ბაზის გაუმჯობესება, განმეორებითი პრობლემის პერიოდული გავლა და მათი ავტომატიზაციის და გასწორების გზების დასახვა;
  • აპლიკაციების მუშაობის და წარმადობის მეტრიკების რეგულარული გაგზავნა მენეჯმენტისთვის;
  • პასუხისგებლობის ქვეშ არსებული სერვისის შეთანხმებული დონის (SLA), სისტემის ხელმისწვდომობის, სიმძლავრეების მართვისა და წარმადობის ინდიკატორების შენარჩუნება;
  • სერვისზე წვდომის უფლებების მართვა;
  • სისტემის დოკუმენტაციის შექმნა და მართვა;
  • აპლიკაციების კონფიგურაციის ცვლილება, დადასტურებული მოთხოვნების საფუძველზე და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით - Patching და Version Control;
  • აპლიკაციაში აღმოჩენილი პრობლემის შემთხვევაში მათი მყისიერი მოგვარება ან/და ესკალაცია შესაბამიი პირებთან;
  • იდენტიფიცირებული პრობლემების დარეპორტება შესაბამის ვენდორ კომპანიებთან;
  • აპლიკაციების განახლების ავტომატური სრულყოფილი პროცესის შემუშავება და ყველა არსებული აპლიკაციის დამატება.
  • აპლიკაციების ავტომატიზაციის პროცედურების და პოლიტიკების შემუშავება;
  • DevOps ეფექტურობის მეტრიკების შემუშავება და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა;
  • CI/CD-ში გამოყენებული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • DevOps ინდუსტრიაში სიახლების მონიტორინგი და ახალი საუკეთესო მიდგომების დანერგვა.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება უფროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე;
  • მინიმუმ 2-წლიანი მენეჯერული / ჯგუფის მართვის გამოცდილება;
  • ITIL სტანდარტების ცოდნა და სასურველია შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
  • Office 365 სერვისების ცოდნა;
  • სასურველია SQL, Active Directory Domain, VMware, Application Servers, Windows Server, მხარდაჭერა/ ადმინისტრირების გამოცდილება
  • CI/CD Pipeline -თან მუშაობის გამოცდილება(Azure DevOps,Jenkins,Git ,etc)
  • DevOps Tool-ებთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია პროგრამირების ენის ცოდნა (Python, Bash, PowerShell);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
  • ცვლილებების მართვის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.