About the job ანაზღაურებადი სტაჟირება ტალანტების დაგეგმარების და მოზიდვის განყოფილებაში
პოზიცია: HR ასისტენტი (სტაჟიორი)
დეპარტამენტი: ტალანტების მოზიდვისა და დაგეგმარების განყოფილება
სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
პირობები: ანაზღაურებადი
სამუშაო დრო: მოქნილი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
#გახდიკრედოელი
რას გააკეთებ სტაჟირების პროცესში:
- გაეცნობი შერჩევის პროცესს, პოლიტიკას და პროცედურას;
- მონაწილეობას მიიღებ მთლიანი შერჩევის ციკლის ადმინისტრირებაში; (ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატებთნ კომუნიკაცია, ტესტირება, უკუკავშირის დაბრუნება, პროგრამული ადმინისტრირება,Onboarding);
- პასუხისმგებელი იქნები რამოდენიმე დამწყები პოზიციის შერჩევაზე სრულად.
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
- მოტივირებული, სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
- პერსონალის შერჩევის და ადამიანური რესურსების სფეროს მიმართ ინტერესი;
- გუნდური, კეთილგანწყობილი, აქტიური, დეტალებზე ორიენტირებული;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 თებერვალი.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.