About the job AML რეგულაციებთან შესაბამისობის ოფიცერი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: AML ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
სამუშაოს აღწერილობა:
· კანონით გათვალისიწნებული მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/ტრანზაქციების და გარიგებების ყოველდღიური მონიტორინგი (კანონი ფულის გათეთრების წინააღმდეგ);
· უშუალო ხელმძღვანელის და AML Officer-ს დახმარება საჭირო სამუშაოების მომზადებაში;
· კლიენტების იდენტფიკაცია/ვერიფიკაცია;
· ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწობის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება;
· AML-ის საკითხებში უშუალო უფროსისგან მიღებული დავალებების შესრულება;
· AML სოფტში გამოვლენილი ტრანზაქცია/გარიგებების დამუშავება;
· ეროვნული ბანკიდან, FMS-დან და სხვა შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული
პირების ინფორმაციის შიდა შავ სიაში აღრიცხვა/დამუშავება;
·AML სოფტის მიერ გამოვლენილი Black და PEP პირების დამუშავება
(დადასტურება/დაბლოკვა);
· იურიდიული პირების საბუთების შემოწმება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
· უმაღლესი განათლება, პრიორიტეტი მიენიჭება ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგების/ბუღალტერიის/საოპერაციო/AML მიმართულებას;
· MS Excel სრულყოფილად ცოდნა (I, II, III დონე);
· ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
· AML კანონის და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების და ნორმატიული აქტების კარგი ცოდნა;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
· დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი .
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 ოქტომბერი, 2024
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი