About the job კლიენტთა მრჩეველი თბილისში
დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი
თანამდებობა: კლიენტთა მრჩეველი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი
- თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
- კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
- კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
- კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
- სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
- სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
- უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
- ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2024 წელი.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი