About the job ქოლ-ცენტრის სერვისის ოპერატორი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: ქოლ-ცენტრის სერვისის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
____________________________________________________________________________
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
რას გთავაზობთ ჩვენ:
- - თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას საბანკო პროდუქტების, პროცედურების, სერვისებისა და სტანდარტების;
- - პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგორბულ სამუშო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს.
ვის ვეძებთ:
- - ყველას, ვისაც სურს სტაბილური სამუშაო გარემო, არის სწავლაზე ორიენტირებული და შეუძლია გუნდურად მუშაობა.
- - არ აქვს მნიშვნელობა წინა სამუშაო გამოცდილების ქონას;
- - სურვილი შექმნას მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილება;
- - სასურველია თუ გეცოდინება ინგლისური და/ან რუსული ენა;
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების დაცვით;
- მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
- მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
- პროცედურის დარღვევების/ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება;
- ქოლ - ცენტრი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცვლების მიხედვით, რაც თავის მხრივ, მოიაზრებს ღამის ცვლასაც;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
- დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
- გუნდურობა;
- მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19 ნოემბერი , 2024 წ.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.