Job Openings საკასო ცენტრის უფროსი მოლარე ფოთში

About the job საკასო ცენტრის უფროსი მოლარე ფოთში

პოზიციის მიზანი

საკასო ცენტრის უფროსი მოლარე პასუხისმგებელია სალაროს კვანძში/საცავში რიცხული ნაღდი
ფულისა და სხვა ფასეულობების შენახვა,მიღება,გაცემ,გადათვლა,ფორმირებაზე და სებ-ის
სალაროს ოპერაციების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულებაძე. უნაღდო
ოპერაციებსა და საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე,

სპეციფიური პასუხისმგებლობები

  • საკასო ცენტრის უფროს მოლარეს, ეკისრება პასუხისმგებლობა რეგიონის საკასო ცენტრის
    საცავში/სალაროს კვანძში არსებულ და ანგარიშებზე რიცხულ ფასეულობაზე საბალანსო
    (ნაღდი ფული) და გარესაბალანსო ანგარიში.გამონაკლისის შემთხვევაში (მოლარის
    შვებულება, ბიულეტენი, საპატიო მიზეზი/ოჯახური მდგომარეობა) აქვს ვალდებულება
    მოემსახუროს კლიენტს;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვარი 1/04 ბრძანების
    საფუძველზე დამტკიცებული - კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა
    ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესით გავალისწინებული
    მოთხოვნების შესრულება;
  • კრედო ბანკის სალაროს ოპერაციების წარმოების შიდა წესით გათვალისწინებული
    მოთხოვნების შესრულება;
  • რეგიონის საინკასაციო თანხების კონტროლი, თანხების მიღება/გაცემა;
    ბანკომატისა და სწრაფი გადახდის აპარატ(ებ)ის ინკასაცია;
    ნაღდ ფულთან მომუშავე პოზიციის თანამშრომლებისთვის თანხის გადაცემა ლიმიტის
    ფარგლებში, სამუშაო დღის ბოლოს ნაღდ ფულთან მომუშავე პოზიციის
    თანამშრომლებისგან საბოლოო ნაშთის მიღება და გადათვლა;
    საბოლოო ნაშთის გამოყვანა და პროგრამუად ასახვა;
  • დღიური საბუთების მოწესრიგება და სხვა პროცედურით გაწერილი სამუშაოები.
    საკასო ცენტრში რიცხული თანხის (ეროვნული და უცხოური ვალუტა)
    გადათვლა/გადამოწმება/დახარისხება/ფორმირება/შეფუთვა საემისიო წლებისა და
    მოძველების კატეგორიის მიხედვით;
  • საკასო ცენტრში მიღებული/გაცემული ეროვნული და უცხოური ვალუტის/მონეტების
    ვარგისობის და ნამდვილობის დადგენა;
  • საკასო ცენტრისა და საცავის გასაღებებზე პასუხისმგებლობა
    საეჭვო ფულის ნიშნების/მონეტების ამოღება ბრუნვიდან სებ-ის წესების გათვალისწინებით,
    შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
  • ცენტრში არსებული უზუსტობების კონტროლი;
  • მკაცრი აღრიცხვის ფორმების და დასალუქი საშუალებების და სხვა ფასეულობების
    აღრიცხვა პროგრამულად კონტროლი;
  • ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი
    საშუალებების აღრიცხვა და შენახვა;
  • საკასო ცენტრში რიცხული საბოლოო ნაშთის გამოყვანა. პროგრამულად, სალაროს
    მოდულში ოპერაციების კონტროლი და აღრიცხვა;
    ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება და შენახვა საცავში;
    სიგნალიზაცია, დაცვის სისტემების კონტროლი;
  • საკასო ცენტრის სიგნალიზაციაზე აყვანა, ჩაბარება დაცვის პოლიციის სამსახურზე.
    განგაშის შემთხვევაში ადგილზე გამოცხადება;
  • სხვა პოლიტიკა-პროცედურით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, რომლებიც
    შესაძლოა, დაევალოს ხელმძღვანელის მიერ.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში (ეკონომიკური ან
    ტექნიკური განათლება);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
    საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა:
  • კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

განცხადების მიღების ვადა: 31 ოქტომბერი, 2024 წელი

#გახდიკრედოელი