Job Openings სესხის ოფიცერი ყვარელში

About the job სესხის ოფიცერი ყვარელში

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:სესხის ოფიცერი ყვარელში

სამუშაო ადგილი:ყვარელი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:

  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • გაყიდვებისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 26 ნოემბერი, 2024 წელი.

#გახდიკრედოელი