About the job კლიენტთა მრჩეველი ზუგდიდში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: კლიენტთა მრჩეველი ზუგდიდში
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
- კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში;
- კლიენტებისთვის არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება და შესაბამისი მომსახურების გაწევა: ვადიანი ანაბრები, ანგარიშები, ნაღდი ფულის შეტანა/გატანა, კონვერტაცია. სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებები, უნაღდო კონვერტაცია
- კლიენტებთან პირველადი გასაუბრება, სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
- სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
- ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- გაყიდვისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 ნოემბერი