About the job სტაჟირება სწავლებისა და განვითარების ასისტენტის პოზიციაზე
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია:სწავლებისა და განვითარების ასისტენტი
დეპარტამენტი: HR და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
#გახდიკრედოელი
სამუშაოს აღწერა:
- შიდა ტრენინგების და ტესტირებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა;
- ტესტირებების ჩატარება სასწავლო ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში ონლაინ;
- ტესტების და ტრენინგების HR ბაზაში ადმინისტრირება;
- LMS პლატფორმაზე იუზერ მენეჯმენტი;
- სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა;
- თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მათთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება და მხარდაჭერა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბაკალავრის ხარისხი
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Power Point).
- წერითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები
- მოტივირებული
- პასუხისმგებლობის მქონე
- კომუნიკაბელური
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
განცხადების მიღების ვადა: 8 იანვარი, 2025 წელი.
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.