Job Openings
System Administrator
About the job System Administrator
სისტემური ადმინისტრატორი
პოზიციის მიზანი:
სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული
ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
სპეციფიკური:
- კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის და სისტემური სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
- ვირტუალური (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) სერვერების ინფრასტრუქტურის აგება, ადმინისტრირება და მართვა;
- სისტემურ ინფრასტრუქტურაში არსებული ვირტუალური მანქანების სარეზერვო ასლების შექმნა შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სატესტო აღდგენა, კონტროლი.
- საჭიროებიდან გამომდინარე ვირტუალური მანქანების, სარეზერვო ასლების, მიგრაცია და აღდგენა;
- სერვერული ინფრასტრუქტურის კომპონენტების და სისტემური სერვისების მონიტორინგის შექმნა, ადმინისტრირება და არსებულ სისტემებში და ალერტებზე მყისიერი რეაგირება და მოგვარება;
- სისტემების გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
- სერვერული ინფრასტრუქტურის რესურსების დაგეგმარება ბანკის მოთხოვნილებების შესაბამისად;
- ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის აგება და სისტემის მდგრადობაზე პასუხისმგებლობა;
- მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
- ბანკის პოლიტიკის მიხედვით Patch Management ის და სხვა მსგავსი პროცესების განხორციელება;
- სერვერული ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
- შესასყიდი სერვერული ტექნიკის ან სისტემური სერვისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
- მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე ვალდებულებების განუხრელი დაცვა, დარღვევების შემთხვევაში ხელმძღავანელობის ინფორმირება;
- ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
- სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
- ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
- მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
- პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
- ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა და სენიორთან/თიმ ლიდთან ერთად დანერგვა;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
- სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის ან 1 წლიანი
- სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
- Microsoft Certified: Azure Administrator Associate, ITIL სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
- ტრენინგები MS Server ადმინისტრირებაში;
- Backup Software და Antivirus Software თან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრრირება;
- Active Directory , Windows Server 2012/2016, Microsoft virtualization (Hyperv), VMware Infrastructure (Vmware ESXi), Fileserver, მონაცემთა სანახების ადმინისტრირება და მართვა;
- MS Exchange Server 2013/2016 და უფრო ახლის ადმინისტრირება, Linux Installation და ადმინისტრირება;
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
- სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
- რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
- პროაქტიულობა და ოუნერშიფის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა