Job Openings საკასო ცენტრის მოლარე

About the job საკასო ცენტრის მოლარე

პოზიცია: საკასო ცენტრის მოლარე

სამუშო ადგილი: საკასო ცენტრი, თბილისი


ძირითადი ფუნქციები : 

  • პასუხისმგებლობა საკასო ცენტრის საცავში რიცხულ ფასეულობაზე (ნაღდი ფული, ფასეულობა, მკაცრი აღრიცხვის ფორმები და ა.შ); საჭიროების შემთხვევაში ჩაბარებული ექნება საკასო ცენტრისა და საცავის გასაღებები;
  • საკასო ცენტრში რიცხული თანხის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) გადათვლა/გადამოწმება/დახარისხება/ფორმირება/შეფუთვა საემისიო წლებისა და მოძველების კატეგორიის მიხედვით;
  • საკასო ცენტრში მიღებული/გაცემული ეროვნული და უცხოური ვალუტის/მონეტების ვარგისობის/ნამდვილობის დადგენა;
  • საკასო ცენტრში რიცხული და სებ-დან ან კრედოს საკასო ცენტრიდან თანხის ინკასაციის შემთხვევაში ბანკნოტების/კუპიურების უწყისების შედგენა, კონტროლი/აღრიცხვა;
  • ფულის გადასაზიდი კონტეინერების მომზადება/თანხის ჩატვირთვა, გამოშვების წლების მიხედვით სებ-ის წესების გათვალისწინებით;
  • ურთიერთობა საინკასაციო სამსახურებთან. მათზე ფასეულობების გადაცემა/მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
  • საეჭვო ფულის ნიშნების/მონეტების ამოღება ბრუნვიდან სებ-ის წესების გათვალისწინებით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
  • ცენტრში არსებული უზუსტობების კონტროლი;
  • მკაცრი აღრიცხვის ფორმების/დასალუქი საშუალებების და სხვა ფასეულობების აღრიცხვა/კონტროლი;
  • ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებების აღრიცხვა/შენახვა;
  • საკასო ცენტრში რიცხული საბოლოო ნაშთის გამოყვანა. პროგრამულად, სალაროს მოდულში ოპერაციების კონტროლი/აღრიცხვა, საბუთების დამუშავება;
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება/შენახვა საცავში;
  • სიგნალიზაცია, დაცვის სისტემების კონტროლი;
  • საკასო ცენტრის პერიმეტრზე აყვანა, ჩაბარება დაცვის პოლიციის სამსახურზე. განგაშის შემთხვევაში ადგილზე გამოცხადება;
  • მომავალში, სალომბარდე ფასეულობების (ტომრებით) შენახვა/კონტროლი;
  • ფულის ნიშნების შეფუთვა პოლიეთილენის პაკეტებში;.
  • ბანკნოტების ფორმირება ნომინალების, მოდიფიკაციის და ვარგისობის კატეგორიების მიხედვით, ნეკნებად და კონებად;
  • მონეტების ფორმირება ნომინალების მიხედვით.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში;
  • მინიმუმ 3-წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, აქედან მინ. 2 წელი კრედოში მუშობის გამოცდილება, 
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი, 2023