Job Openings სისტემების მხარდაჭერის ოფიცერი

About the job სისტემების მხარდაჭერის ოფიცერი

პოზიცია: სისტემების მხარდაჭერის ოფიცერი 
ექვემდებარება: სისტემების მხარდაჭერის განყოფილების უფროსი
სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი

თანამდებობის მიზანი:

სისტემების მხარდაჭერის ოფიცერი ძირითადად პასუხისმგებელია კრედოს საინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული მხარდაჭერის აღმოჩენაზე. ის არის პრივილიგირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს უფლება არასტანდარტული ტრანზაქციების შესრულების, შეცდომებისა და შეფერხებების შესწორების, რევერსული ჩანაწერების განთავსების, მონაცემების საპაკეტო დამუშავების, არსებულ სისტემებში მომხმარებელთა (users) მართვისა და მხარდაჭერის (ძირითადად ადგილობრივად განვითარებული - აპლიკანტების მონაცემთა ბაზების, T24 სისტემა და სხვა).

SSO ამტკიცებს და ასრრულებს ფილიალებსა და სხვა დეპარტამენტებში არსებულ მოთხოვნებს.

SSO პასუხისმგებელია უზრუნველყოს ბანკში არსებული სისტემების გამართული მუშაობა/სიახლეების და ცვლილებების დანერგვა/მიმდინარე პროცესებში ჩართულობა.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.

სისტემური ოპერაციები:

  • რევერსული ჩანაწერების განთავსება/ჩანაწერების შესწორება;
  • პორტფელის გადაადგილება ფილიალის მოთხოვნის დამტკიცების შესაბამისად;
  • საცნობარო ცხრილების მხარდაჭერა;
  • RBO ოპერატორებისათვის დახმარების გაწევა სისტემაში შესვლა/გამოსვლის საკითხთან დაკავშირებით;
  • მოთხოვნების მიწოდების უზრუნველყოფა ყველა შესაბამის პასუხისმგებელ პირთან (დამამტკიცებელი მენეჯერი, /სესხის ოფიცერი და სხვა);
  • კონკრეტული შემთხვევების ანალიზში მხარდაჭერის გაწევა სისტემის მომხარებლებისათვის;
  • სერვის ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად კლიენტის ვალდებულებების შემოწმება სისტემის მასშტაბით;
  • როტაციის შესაბამისად თანამშრომლების გადაადგილება კრედოს შიდა ბაზებში;
  • თანხების მოძრაობა ანგარიშებზე სერვის ცენტრის / სათავო ოფისის ბუღალტერიის მოთხოვნის საფუძველზე;
  • საცალო ოპერაციების დეპარტამენტის მოთხოვნები (ახალი უფლებების გაწერა, არსებულ ოპერაციებში ცვლილებების შეტანა, ტარიფების/საკომისიოების დამატება/რედაქტირება...);
  • ციფრული საბანკო პროდუქტების მხარდაჭერა (ინტერნეტ/მობაილ ბანკი, ონლაინ განვადება...);
  • გარე პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა (კრედიტ ინფო, ეროვნული ბანკი...);
  • სადაზღვევო პროდუქტების განყოფილების მხარდაჭერა (სადაზღვევო პროდუქტების დაფარვა/თანხების ანგარიშებზე გატარება);
  • პლასტიკური ბარათების განყოფილების მხარდაჭერა.

კომპანიის შიდა სისტემა:

  • საცნობარო ცხრილების მხარდაჭერა;
  • სისტემასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
  • ფილიალიდან დახმარების მოთხოვნისას მთავარი საკონტაქტო პირის ფუნქციების შესრულება;
  • სისტემის მასშტაბით მომხმარებლებთა ანგარიშების (user) მართვა;
  • გაუმართავობის შემთხვევაში პრობლემის მოძებნა და გასწორება (შეცდომები ანგარიშით შესვლისას).

აპლიკაციების მხარდაჭერა:

  • იუზერების მართვა (T24, CSS, NAV, Apliccation DB);
  • საბარათე პროდუქტების მხარდაჭერა (საკომისიოს თანხების გატარება, ტრანზაქციების ფაილის დეშიფრაცია/იმპორტი, ბლოკებთან დაკავშირებული კორექტირებები);
  • კრედიტ ინფოს მხარდაჭერა (რეპორტინგი, სიახლეების/ცვლილებების დანერგვა, მოთხოვნილი ინფორმაციის გადამოწმება/გაგზავნა...);
  • საცალო ოპერაციების / პროექტების დეპარტამენტის მხარდაჭერა (ახალი როლების დამატება / არსებულების რედაქტირება, საკომისიოების / ტარიფების გაწერა, სხვადასხვა ტიპის პროდუქტების პარამეტრების კორექტირება, საბეჭდი ფორმების / ხელშეკრულებების დამატება, ოპერაციების გაწერა სისტემაში. პროექტების დანერგვაში მხარდაჭერის გაწევა);
  • ბანკის (ICREDO, MYCREDO) მხარდაჭერა ( პაროლი, იუზერები, ცვლილებების დანერგვა...);
  • Prodadmin - ბანკში არსებული პროდუქტების სისტემური მხარდაჭერა (ცვლილებების / სიახლეების დანერგვა).

სხვა:

  • ფილიალების ინფორმირება სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში კრედიტ-ინფოსთან / საჯარო რეესტრთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ კომუნიკაცია.
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკურ სფეროში;
  • T24-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტერიის/ფინანსების განხრით გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული და საბაზისო მენეჯერული უნარები;
  • ყურადღებიანი;
  • კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • ბეჭდვის საბაზისო უნარები.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24 ოქტომბერი, 2024 წელი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.