Job Openings IT მხარდაჭერის სპეციალისტი

About the job IT მხარდაჭერის სპეციალისტი

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"

თანამდებობა: IT მხარდაჭერის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

თანამდებობის მიზანი:

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის რეგიონალური ოფიცერი ვალდებულია უზრუნველყოს დახმარება ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითებში სს კრედო ბანკის (შემდგომში კრედო) პერსონალისთვის, კრედოს მიზნების, ამოცანებისა და ოპერატიული პოლიტიკების შესაბამისად. მის დაქვემდებარებაში არსებულ სერვისცენტრებში უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების პერსონალური კომპიუტერების, ლეპტოპების, პერიფერიული მოწყობილობების, საკომუნიკაციო ქსელის და სხვა IT სისტემების გამართული ფუნქციონირება. IT სერვისების შეუფერხებლად მიწოდება.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი
:

  • კრედოს ფილოსოფიისა და მიზნების გაგება და მხარდაჭერა. სს კრედო ბანკის მიზნებისთვის უწყვეტი მუშაობა;
  • განახორციელოს ყველა საქმიანობა კრედოს პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა;
  • უზრუნველყოს ციფრული აღჭურვილობისა და ინფორმაციის მოვლა-შენახვა;
  • გაუწიოს მხარდაჭერა კრედოს პერსონალს IT-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
  • სერვისცენტრების რეორგანიზებისა და სარემონტო სამუშაოებში ჩართულობა მისი როლის შესაბამისად.
  • დაქვემდებარებულ სერვისცენტრებში გეგმიური ვიზიტების განხორციელება:
  • სერვისცენტრების ვიზუალური, ქსელური და აპარატურული მხარის გამართულულობის უზრუნველყოფის მიზნით. ასევე ვიზიტის ჯამური რეპორტის წარმოება და გაცნობა შესაბამის რგოლებთან.


  • სპეციფიკური:
  • ITIL მეთოდოლოგიის პრინციპების ცოდნა და დაცვა.
    ტექნიკური მხარდაჭერის სისტემაში (ServiceDesk) დავალებების ლოგირება და მართვა SLA განაწესთან შესაბამისობაში.
  • სერვის პროვაიდერებთან სხვადასხვა სახის გაუმართაობის, ასევე გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ხარვეზის აღმოფხვრის ვადებისა და ტექნიკური დეტალების მოწოდების მიზნით.
  • კრედოს ინფორმაციული სისტემების, მათ შორის ტელეფონიის, ინტერნეტ კავშირების (უსადენო და სადენიანი), გარე და შიდა ტაბლოების, ფეი აპარატების, კამერების/კამერების ჩამწერი მოწყობილობის, სერვერების და ა.შ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი SLA-ს შესაბამისად.
  • გარე არხების მიერ ორგანიზებული ივენთების, აგრო და ტექნიკის აქციების ლოკალური ან დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.


  • ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • სასურველია 1 წლიანი გამოცდილება IT მხარდაჭერის სფეროში;
  • Microsoft Windows® OS მუშაობისა და ადმინისტრირების გამოცდილება სიღმისეულ დონეზე.
  • პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის განსაკუთრებული ცოდნა და უნარები;
  • ქსელის საბაზისო პროტოკოლებისა და ტექნოლოგიების (TCP/IP, WLAN), აპარატურული მხარის, ჩამწერი, ბეჭდვითი და სხვადასახვა ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • ოპერაციული სისტემების იმიჯებთან (კლონირება / აღდგენა) და სხვადასხვა Live CD უტილიტებთან მუშაობის შესაძლებლობა.
  • Microsoft სტანდარტული საოპერაციოო და საოფისე სისტემების კარგი ცოდნა;  AD სერვისის საბაზისო მენეჯმენტის ცოდნა; პერიფერიული, ქსელური, საბეჭდი და სპეციფიკური მოწყობილობების კონფიგურაცია, ხარვეზის შემთხვევაში დიაგნოსტიკა, მეილსერვერის მენეჯმენტი, Backup და ავარიული სიტუაციებში აღდგენის გეგმის ცოდნა, სასურველია Linux სისტემის ცოდნა.
  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია; 
  • ორგანიზებულობა და სწრაფი  რეაგირების უნარი.
  • საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია და შეეძლოს ადგილობრივად გადაადგილება.
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა - სასურველია ავტომობილის ყოლა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21 ნოემბერი, 2024 წელი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.