Job Openings პრობლემური აქტივების მართვის უმცროსი იურისტი

About the job პრობლემური აქტივების მართვის უმცროსი იურისტი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: პრობლემური აქტივების მართვის უმცროსი იურისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი:

პრობლემური აქტივების მართვის უმცროსი იურისტი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაზე, კერძოდ და არამხოლოდ, გამარტივებული წესით საქმეების წარმოებასა და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების სამართლებრივი კუთხით დახმარებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • მესამე პირებთან ურთიერთობისას, ორგანიზაციის ინტერესების დაცვა;
  • სააღსრულებო ბიუროსთან ურთიერთობისას აპლიკაციების მომზადება;
  • გამარტივებული წესით საქმისწარმოებაში აპლიკაციის მომზადება, სააღსრულებო საფასურების სწორი და დროული გახადა/ჩარიცხვა;
  • წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა/დადგენა და აღმოფხვრა;
    ქეის მენეჯერებთან და აღმასრულებლებთან კონტაქტი/ურთიერთობა;
  • პრობლემური ოფიცრებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა და მითითებების მიცემა, აღსრულებაში გამარტივებული საქმისწარმოების სწორად წარმართვის მიზნით;
    ყველა სხვა საკითხში ჩართულობა, რომელიც დაკავშირებულია აღსრულებაში საქმისწარმოებასთან;
  • სააღსრულებოდან მოწერილი წერილებისა და მიმართვების განხილვა, საპასუხო წერილების მოზადება და გაგზავნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა მითითებების შესრულება;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • სასურველია იურისტად მუშაობის ერთწლიანი სტაჟი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციური უნარები;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 8 ნოემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი