Job Openings სადაზღვევო აგენტი ჭიათურაში

About the job სადაზღვევო აგენტი ჭიათურაში

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"

თანამდებობა: სადაზღვე აგენტი ჭიათურაში

სამუშაო ადგილი: ჭიათურა

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლეების ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • სს კრედო ბანკის სადაზღვევო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი კრედოს ფილიალის სამოქმედო არეალში;
  • სს კრედო ბანკის სადაზღვევო განაცხადის შევსება, დადგენილი პოლიტიკისა და პროცედურის შესაბამისად, სადაზღვევო პროდუქტის გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება;
  • კლიენტის შემოსავლის ანალიზი, მასთან კომუნიკაცია პროდუქტის გაცემისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
  • კლიენტების აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში, ზუსტი და უტყუარი მონაცემებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიისა და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კრედოს სადაზღვევო პროდუქტების პრომოუშენის ჩატარება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
  • სს კრედო ბანკის დრესკოდის დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
  • აქტიური და ყურადღებიანი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 სექტემბერი , 2024 წელი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი