Job Openings რეგულაციებთან შესაბამისობის მენეჯერი

About the job რეგულაციებთან შესაბამისობის მენეჯერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: რეგულაციებთან შესაბამისობის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული
    უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
    სპეციფიური პასუხისმგებლობები დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს) სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისგმებლობები:

  • ბანკში არსებული პროცესების, პროდუქტებისა და პოლიტიკის ანალიზი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის, რისკების გამოვლენის და აღმოფხვრის მიზნით;
  • ბანკში არსებულ პროცესებში, პროდუქტებსა და პოლიტიკაში დაიდენტიფიცირებული რისკების აღმოფხვრისთვის რეკომენდაციების მომზადება;
  • ახალი საბანკო პროდუქტების შემუშავებაში, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და მხარდაჭერა;
  • საბანკო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი;
  • ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
  • ეროვნული ბანკიდან შემოსული წერილობითი კორესპონდენციის განხილვა;
  • ბანკში შემოსულ დოკუმენტაციაზე/კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სამართლის, ეკონომიკის ან აუდიტის მიმართულებით);
  • საბანკო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა:
    -საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი;
    -კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი;
    -საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
    -საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 27 ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.