Job Openings საცალო არასაკრედიტო დეპარტამენტის უფროსი

About the job საცალო არასაკრედიტო დეპარტამენტის უფროსი

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია: საცალო არასაკრედიტო დეპარტამენტის უფროსი

სამუშაო ადგილი:თბილისი, სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 94 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.


პოზიციის მიზანია:
ბანკის საცალო არასაკრედიტო პროდუქტების განვითარების სტრატეგიული მართვა, გაყიდვების ზრდისა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ბანკის სტრატეგიის შესაბამისად, ფილიალებისთვის წლიური, კვარტალური და ყოველთვიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დანერგვა;
  • საცალო არასაკრედიტო პროდუქტების და სერვისების გაყიდვების ზრდა და შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების დანერგვა;
  • საცალო პროდუქტების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა;
  • ბანკის საცალო არასაკრედიტო პორტფელის მართვა;
  • საცალო არასაკრედიტო მიმართულების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესება;
  • ფილიალების ქსელში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი სისტემური გადაჭრის უზრუნველყოფა, შესაბამისი ერთეულების ჩართულობით;
  • თანამშრომლების ეფექტური მართვა, შედეგების შეფასება, მოტივაციისა და წამახალისებელი სქემების შექმნა და მუდმივი განახლება;
  • ადამიანური რესურსების ოპტიმალური დაგეგმარება და გადანაწილება;
  • სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავებაში ჩართულობა და მათი განხორციელების მხარდაჭერა.

ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
  • ბანკის საცალო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი წარმატებული გამოცდილება;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები: მართვა, დელეგირება, უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმების გამოყენება, სწავლება და მონიტორინგი;
  • სტრატეგიული ხედვა და განვითარების ინოვაციური მიდგომა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 დეკემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.