Job Openings უნივერსალური რეზერვი დედოფლისწყაროში

About the job უნივერსალური რეზერვი დედოფლისწყაროში

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:უნივერსალური რეზერვი

სამუშაო ადგილი:დედოფლისწყარო

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

სასწავლო პროგრამის ზოგადი ინფრომაცია:

უნივერსალური რეზერვის აერთიანებს სამ პოზიციას :

კლიენტთა მრჩეველი:

  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში;
  • კლიენტებისთვის არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება და შესაბამისი მომსახურების გაწევა: ვადიანი ანაბრები, ანგარიშები, ნაღდი ფულის შეტანა/გატანა, კონვერტაცია. სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებები, უნაღდო კონვერტაცია
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრება, სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;

უნივერსალური მოლარე:

  • ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემა;
  • უნაღდო ოპერაციებს განხორციელება
  • სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
  • ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა;
  • სხვადასხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციების განხორციელება

მომსაუხრების კონსულტანტი:

  • კლიენტის დახვედრა, დახმარების შეთავაზება, გადამისამართება და/ან შესაბამისი მომსახურეობის გაწევა
  • კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან და Mycredo-ს აპლიკაციით სარგებლობისას.
  • სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
  • სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კოორდინირება;

ზოგადი ინფორმაცია რეზერვად მომზადების პროცესის შესახებ:

  • ხანგრძლივობა - მინიმუმ 7 კვირა;
  • თეორიული ტრენინგი- 3 კვირა, თბილისში, კრედო აკადემიის კამპუსში (კრედო უზრუნველყოფს კამპსუში განთავსების და კვების ხარჯებს);
  • პრაქტიკული სწავლება ფილიალში - 3 კვირა, მათ შორის 2 კვირა კლიენტთა მრჩევლის პოზციიაზე, ხოლო 1 კვირა მოლარის პოზიციაზე;
  • თეორიული ტრენინგების მეორე, ერთ კვირიანი ტრენინგები, თბილისში, კრედო აკადემიის კამპუსში;
  • სავალდებულო გამოცდები;
  • გადამზადების პროცესი ანაზღაურებადია.

გამოცდების წარმატებით ჩაბარების და უშუალო მენეჯერის დადებითი რეკომენდაციების საფუძველზე მუშაობას იწყებს უნივერსალურ რეზერვად.

უნივერსალური რეზერვი მუშაობს სტანდარტული გრაფიკით და საჭიროებიდან გამომდინარე დახმარებას უწევს სხვადასხვა ფილიალს ზემოთჩამოთვლილი სამი პოზიციის ჭრილში.

ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უნივერსალურ რეზერვს.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

#გახდიკრედოელი