Job Openings საცალო სერვისცენტრის მენეჯერი

About the job საცალო სერვისცენტრის მენეჯერი

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია: საცალო სერვისცენტრის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ბათუმი 

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

მოკლე მიმოხილვა:

კრედო ბანკი არის ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს განვადებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა შესთავაზა.

დღეს ჩვენ მყარად ვიკავებთ ლიდერ პოზიციას ქვეყნის განვადების ბაზარზე, 55%-იანი წილით. ყოველთვიურად გაიცემა რამდენიმე ათეული მილიონი ლარის საგანვადებო პროდუქტი, რაც განვადების ოფიცრებს საშუალებას აძლევს, ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, მიიღონ მაღალი ბონუსი.

სამუშაოს აღწერა:

გეგმების შესრულება:

  • არასაკრედიტო და ციფრული პროდუქტების გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • მიკრო სეგმენტის კლიენტების სადეპოზიტო პორტფელის მართვა, სადეპოზიტო პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბაზების დამუშავება და გუნდში ეფექტურად გადანაწილება;
  • სტანდარტულ და ციფრულ სოფლის დღეებზე აქტიური მონაწილეობა, პრეზენტაციების ჩატარება.

მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა:

  • საკრედიტო, არასაკრედიტო საბანკო სერვისებით კლიენტებისათვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა;
  • საბანკო მომსახურების პირობებში, პროდუქტებში და პოლიტიკებში ცვლილებების შესახებ თანამშრომლების ინფორმირება და დანერგილი სიახლების აღსრულების უზრუნველყოფა;
  • კლიენტთა მომსახურებისას შექმნილი არასტანდარტული პრობლემების და საკითხების გადაჭრა;
  • მომხმარებელთა ციფრული ქცევის განვითარებასა და არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ
  • მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ფილიალის ერგონომიულ გარემოზე ზრუნვა;
  • საცავის მართვის პროცესებში მონაწილეობა;

თანამშრომლების მართვა:

  • თანამშორმლებისთის ცოდნის გაზიარება, უკუკავშირის დაბრუნება, მოტივაციაზე ზრუნა და მენტორინგი.
  • თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და ეფექტურად გადანაწილება;
  • პერსონალის შერჩევაში აქტიური ჩართულობა და მათი სწავლების პროცესის მართვა; პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა;
  • საბანკო აგენტების/შუამავლების კოორდინაცია.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • ქართული ინგლისური რუსული ენების ცოდნა
  • საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკების კარგი ცოდნა;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების ეფექტური უნარები;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • დაგეგმვის, დროის მენეჯმენტის, რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადა: 22 ნოემბერი , 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი